მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიები მზად არიან, გააფართოონ ფრენის არეალი საქართველოში - ეკონომიკის მინისტრი

60362fd7da125
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 15:00
1033
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ნეგატიური PCR-ტესტებით შემოსვლა უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იყოს შესაძლებელი და ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდეს.

„ჩავთვალეთ შესაძლებლად, რომ დაგვემატებინა რეგიონის ქვეყნები, როგორიც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი“, - თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, ავიკომპანიები მზად არიან, გააფართოვონ ფრენების მიმართულებები. 

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია და ამ ქვეყნებიდან ჩვენთან მოდიან ავიაკომპანიები, ვინც ისედაც იყო წარმოდგენილი საქართველოში, მაგრამ მზად არიან გააფართოონ ფრენის არეალი, მათ შორის თუნდაც ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ე.წ. ლოუ-ქოსთერები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში ტურიზმის აღდგენისა და ადამიანებს შორის უკეთესი კომუნიკაციისთვის“, - განაცხადა თურნავამ.