მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა კომპანიამ ისარგებლა დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებით?

6239b0a48320f
მარიამ ვარადაშვილი
22.03.22 19:40
883

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით,  დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებიდან დღემდე ამ შეთანხმებით ექვსმა კომპანიამ ისარგებლა.

“რაც შეეხება დიაგონალურ კუმულაციას ამ შეთანხმებით საქართველომ სარგებლობა უკვე დაიწყო. უკვე ექვსმა კომპანიამ ისარგებლა და ძირითადად ესენი იყვნენ ტექსტილის კომპანიები, რომელთაც მოლოდინი ჰქონდათ, რომ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე შესულიყო ძალაში. იმიტომ, რომ ნედლეულის შემოტანა ძირითადად თურქეთიდან ხდება, რაც შემდეგ საქართველოში მუშავდება და შემდეგ ხდება ევროკავშირში ექსპორტი”,-განაცხადა არველაძემ პარლამენტში. 

გასული წლის ბოლოს საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის პრინციპი ამოქმედდა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს და მასზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრინციპები გავრცელდეს ანუ ვაჭრობა მოხდეს გადასახადებისა და ბარიერების გარეშე.