მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 3 თვის ბიუჯეტი 9%-ის გადაჭარბებით შესრულდა - სამინისტრო

624d5f2e0d059
BM.GE
06.04.22 13:32
640
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმას 9%-ით გადააჭარბა - ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებულმა თანხამ 406.2 მილიონი ლარი შეადგინა, რამაც დამტკიცებულ გეგმას 33.3 მილიონი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 41.9 მილიონი ლარით გადააჭარბა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი რეკორდულად მაღალია და 2 მილიარდ 895 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.