ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 11.5%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანში მიიჩნევენ, რომ ივლისში ინფლაციური წნეხის მცირედით შემცირების მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია.
მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა სებ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს - რა განაპირობებს საქართველოში ინფლაციის შემცირებას, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში მზარდი ინფლაციაა.
კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და მათ შორისაა როგორც პანდემია, ისე რუსეთ-უკრაინის ომი.
"საქართველოში პანდემიის პერიოდში განხორციელებულმა სუბსიდირებამ იმ პერიოდისთვის ინფლაცია დროებით შეამცირა, შემდეგ კი გაზარდა და საბაზო ეფექტიც მთელი წლის განმავლობაში გაჰყვა და წლიური ინფლაცია 3%-ით გაიზარდა. მის გარეშე 2020 წლის ინფლაცია უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ წლის განმავლობაში უფრო დაბალი იქნებოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.
იმ პერიოდში, საქართველო, როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა, უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე სხვა ქვეყნები. ქევყანამ $3 მლრდ-მდე უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა, მოხდა გაცვლითი კურსის გაუფასურება, შოკის შთანთქმა გაცვლითი კურსიდან. ჩვენთან სხვადასხვა ფაქტორი უფრო მალე აისახა და ახლა უფრო მილევის ფონზეა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო ასახვა ჯერ არ იყო.
ევროზონასა და აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ მომხდარა, რადგანაც ძირითადი მიზეზი გაზრდილი მოთხოვნა და ლოგისტიკური ჯაჭვების მოშლა იყო.
ეს არის მიზეზები, რის გამოც ქვეყანაში ინფლაცია დაღმავალია“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციის დაღმავალი ტრენდის მიუხედავად, ზოგიერთ სექტორში ინფლაციის მაღალი რისკები ნარჩუნდება. მისი თქმით, კითხვაზე - კონკრეტულად რატომ შემცირდა ინფლაცია - პასუხი მოგვიანებით ექნება.
„საბაზო ეფექტის მილევა ხდება, მაშინ როდესაც ჩვენთან ინფლაცია მაღალი იყო. აქედან გამომდინარე ხდება შემცირება.
გარდა ამისა, ფაქტი, რომ გაცვლით კურსს გამყარების ტრენდი აქვს და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ის გამყარებულია - მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე და იმაზე, რომ როგორც მინიმუმ იმპორტირებულმა ინფლაციამ ინფლაციის ზრდაში თავისი წვლილი არ შეიტანოს.
ამავე დროს მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული იყო და ამავე დონეზე ნარჩუნდება, რაც ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. რაც შეეხება სასაქონლო დონეზე ინფლაციას, დღეს დეტალური ინფორმაცია გვექნება და ამის შემდეგ შევძლებთ ამაზე საუბარს“, - თქვა კობა გვენეტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება