მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება ავტომობილის დაზღვევა საქართველოში

6246cf87603fc
BM.GE
02.04.22 00:00
2473
საქართველოში სულ 1.2 მილიონზე მეტი ავტომობილი არის რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 105,423-ს ანუ 8% აქვს სადაზღვევო პოლისი. 

სადაზღვევო ბაზრის ანგარიშის თანახმად, ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2021 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 143 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2020 წლის შედეგს მხოლოდ 26.5 მილიონი ლარით აღემატება. თავად დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 12,000-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ავტომობილის სადაზღვევო პრემიის საშუალო ღირებულებას, ის წელიწადში 1,358 ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 113 ლარს შეადგენს. 

მოზიდული პრემიების მიხედვით, ავტოდაზღვევის ბაზრის 25%-ის წილი ეკუთვნის "თიბისი დაზღვევას", 22% "ალდაგს", 15% "ჯიპიაი დაზღვევას", 7% "ნიუ ვიჟენ დაზღვევას", 6% "ირაოს", 25% კი ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებს.