აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჯუდიტ ფრაიორს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნესგარემოსა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ პროექტებს, როგორიცაა 5G ინტერნეტის ქსელის განვითარება, ასევე საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტრო და ინტერნეტ კაბელის მშენებლობის პროექტი.
"აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-დან ინვესტიციებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი წვლილი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში 1.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა არსებობს მეტი პოტენციალი.
აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს მეტი ინვესტიციის მიღებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი და სხვ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტზე. მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა, მეტი დაინტერესება გამოიჩინონ საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და მათი დაძლევის გზებზე," - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი