მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელი ეპისკოპოსები კათოლიკეებს Johnson&Johnson-ის ვაქცინის მიღებას უშლიან

60408b090f832
თათია კაკიაშვილი
04.03.21 15:26
1901

იმ ფონზე, როცა ოფიციალური პირები და ჯანდაცვის ექსპერტები იბრძვიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ამერიკელი აიცრას COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით, ზოგიერთი კათოლიკე ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს, Johnson&Johnson-ის ვაქცინის მიღებისგან თავი შეიკავონ, როცა ალტერნატიული პრეპარატები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს განცხადებები აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსებმა გაავრცელეს კონფერენციაზე, რომელსაც 6 სხვა ეპარქიაც ესწრებოდა. CNN-ის ცნობით, კათოლიკე ეპისკოპოსები საკუთარი განცხადებით „მორალურ შეშფოთებას“ გამოხატავენ და ამბობენ, რომ ვაქცინის ეს კონკრეტული პრეპარატი დამზადებულია „ლაბორატორიულად მოზრდილი უჯრედების გამოყენებით, რომლებიც წარმოიქმნება 1980-იან წლებში შეწყვეტილი ნაყოფის ქსოვილიდან აღებული უჯრედებიდან“.

Johnson&Johnson-ის ვაქცინა მესამეა, რომლის აშშ-ში გამოყენებაც ნებადართულია და Pfizer / BioNTech–ისა და Moderna–ს პრეპარატებისგან განსხვავებით, ეს ვაქცინა მხოლოდ ერთი დოზის ინექციას მოითხოვს და მისი შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე, რაც პრეპარატის ტრანსპორტირებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამასთან, ამერიკელმა ჯანდაცვის ექსპერტებმა მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მათ შეთავაზებული ვაქცინა უნდა მიიღონ.

საგულისხმოა, რომ ეპისკოპოსთა კონფერენციის ახალი განცხადება ეწინააღმდეგება პაპ ფრანსისკოს მიერ დამტკიცებულ ჩანაწერს, რომელმაც ვაქცინა იანვარში მიიღო.