მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია EU, მთავარი საფრთხე - რუსეთი

62699798a0db8
ალა ისპირიანი
27.04.22 23:48
1087
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს 42% ასახელებს, უკრაინას - 32%, თურქეთს - 32%, აზერბაიჯანს - 24%, სომხეთს - 6%, ჩინეთს - 14%, რუსეთს - 11%, ირანს კი - 6%.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყნებიდან მოდის მთავარი ეკონომიკური საფრთხე, გამოკითხულთა 83%-მა რუსეთი დაასახელა, თურქეთს 4% ასახელებს, აშშ-ს - 4%, ჩინეთს - 2%, სომხეთს, ირანს, აზერბაიჯანს, ევროკავშირს და უკრაინას 1-1%.

კვლევის ფარგლებში IRI-მ რესპონდენტებს ასევე დაუსვა კითხვა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორების შესახებ; გამოკითხვის შედეგებით, პირველ ადგილზე - 54%-ით ევროკავშირია. შემდეგ აშშ მოდის 53%-ით. მესამე ადგილს კი უკრაინა იკავებს - 45%-ით. თურქეთს და აზერბაიჯანს 20-20% აქვთ, სომხეთს - 7%, ჩინეთს - 4 %, რუსეთს - 4%, ირანი - 1%.

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი (90%) წარმოადგენს.

თურქეთს 8% ასახელებს, აშშ-ს 4%, სომხეთს - 3%, აზერბაიჯანს, ირანს და ევროკავშირს 2-2%, ხოლო ჩინეთს და უკრაინას 1-1%.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.