მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა

6169204a697d1
ინგა მურუსიძე
15.10.21 10:32
2476
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც bm.ge-ს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ორივე გარდაცვლილი პატიმარი იყო.

ინფორმაციისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ დღის განმავლობაში, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სახანძრო მანქანები მუშაობდნენ.