მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian products 3 წლის განმავლობაში, ექსპორტზე $70 მლნ-ის ღირებულების საქონლის გატანას გეგმავს

627f7ae187037
სალომე ჭიპაშვილი
14.05.22 15:39
915
Georgian products-ის მომდევნო სამი წლის გეგმა 70 მლნ დოლარის ექსპორტის განხორციელებაა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ გადაცემა BMG Drive-ში სტუმრობისას განაცხადა.

„პროდუქტებს მოთხოვნიდან გამომდინარე ვქმნით. 2020-2021 წლებმა აჩვენა, რომ Georgian products-ი სტაბილური კომპანიაა და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ჩვენ ვგეგმავთ ცხოველების საკვები პროდუქტების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, რის შემდეგაც, ვფიქრობ, საქართველოშიც სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით ბარდაველძემ.

აღსანიშნია, რომ Georgian products-ის მიერ საქართველოში წარმოებული ცოხველებისთვის განკუთვნილი ავეჯი და საკვები 100%-ით ექსპორტზე გადის.

ბარდაველიძის თქმითვე, ცხოველების ავეჯის, სათამაშოებისა და საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით, Georgian products-ი ევროპაში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას საქართველოში ამზადებს და შემდგეგ ევროპასა და აშშ-ის ბაზარს ამარაგებს.

Georgian products-მა წარმოება 2014 წელს დაიწყო და იმ დროისთვის 40 ადამიანს ასაქმებდა, დღეისთვის კი კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა 550-ს მიაღწია.