მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Products-ი შინაური ცხოველების სათამაშოების წარმოების ამოქმედებას გეგმავს

61f57c347b5d6
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 21:43
1338
შინაური ცხოველებისთვის ავეჯისა და საკვების მწარმოებელი კომპანია Georgian Products-ი წელს ასორტიმენტის გაფართოებას და ცხოველების სათამაშოების საწარმოო ხაზის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ მანქანა-დანადგარების გამართვისთვის კომპანია 2 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საწარმოს დაგეგმილი წლიური წარმადობა 100 000 ერთეული სათამაშოა.

"ახლა იმაზე ვმუშაობთ თუ რა პროდუქტების წარმოებას დავიწყებთ. ჩვენს წარმოებაში ხელნაკეთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, კომპანიაში სამუშაო ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, 100-ით გაიზრდება“, - აღნიშნა დავით ბარდაველიძემ.

„ჯორჯიან პროდაქტსი“, დღეისთვის, წლიურად 1 მლნ ერთეულ შინაური ცხოველის ავეჯს აწარმოებს და მისი დიდი ნაწილი ექსპორტზე გააქვს. კომპანია 550 ადამიანს ასაქმებს.