„ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, მღვიმე, არაგვისპირი და მიმდებარე სოფლებში;
15:45-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ჟებოტა, ახალსოფელი, ჯიჯეთი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.