მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს 75 მლნ ევროსთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო - დეგნანი

6130753ec75c8
ინგა მურუსიძე
02.09.21 11:00
1514
"EU-ს 75 მლნ ევროს დახმარებასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ვაშიგნტონი მხედველობაში მიიღებს. 

„75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა პანდემიის და უმუშევრობის დროს. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად მხედველობაში მიიღებს ვაშინგტონიც, რადგან ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის რეფორმები, რომელიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში 75 მლნ ევრო რეფორმების განხორციელებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს, ევროკავშირის 150 მლნ ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე.

„მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წევრები ირწმუნებიან, რომ უარის მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარია და ასევე მიზანი, შეამცირონ ქვეყნის საგარეო ვალი, მაგრამ ფაქტია, EU-ს მაკროეკონომიკური ტრანში 2021 წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში გადმოირიცხებოდა, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. „პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის პასუხად.