მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, რომ EU-მა დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი - ლალაზაშვილი

6407935ff159a
BM.GE
07.03.23 23:39
1448
BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას facebook-ში ეხმაურება.

"ახლა აღარავითარი აზრი არ აქვს სადაურ კანონს უყარა კენჭი პარლამენტმა (თუმცა ცალსახაა რომ ეს არის რუსული კანონი). დღეს პარლამენტში გვყვანან დეპუტატები, რომლებსაც მიუხედავად ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და პარტნიორი ქვეყნების მოწოდებისა, შეუძლიათ წავიდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ;

როდესაც ამ კანონის მიღებით შეიძლება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას შეექმნას საფრთხე და მიუხედავად ამისა, პარლამენტში გამოიძებნა 76 დეპუტატი, რომლებისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს და სრულიად გაურკეველი არგუმენტებისა თუ მიზნების გამო, მაინც მზად არიან წავიდნენ ასეთ ნაბიჯზე, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დღეს არჩევანი არის ერთი ან მივდივართ ევროპისკენ ან რუსეთისკენ და იმისათვის შევაჩეროთ რუსეთისკენ ასეთი სწრაფი ტემპით სვლა, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, რომ ევროკაშირმა საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ (და არა ხელისუფლების მიერ გეგმის შესრულების გამო) დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი", - წერს BDO-ს მმართველი პარტნიორი.

სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მოქალაქეების პროტესტი აგენტების შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა.