მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა

606420dcf2dee
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.21 11:14
864
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ვარდნა 8.3%-ია. 

"2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 6.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. 

ახლადრეგისტრირებულ საწარმოების რაოდენობა კი 4,463 იყო, რაც წლიურ ჭრილში 12.4%-ით არის გაზრდილი.