საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სამშენებლო კომიტეტის სხდომის ფარგლებში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების და სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობები რამდენიმე დღის წინ განიხილეს. ბიზნესი მთავრობის N255-ე დადგენილების და N41-ე დადგენილების, რომელიც შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს არეგულირებს კორექტირების საჭიროებაზე საუბრობს.
რა რეკომენდაციები აქვს ბიზნესს და როგორ შეიძლება პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისითქმით, როგორც N255-ე, ასევე N41-ე მუხლის რევიზიაა საჭირო.
„ვფოკუსირდით კონკრეტულად იმ პრობლემაზე, რომელიც წარმოიშვა N255-ე მუხლის შემთხვევაში სამყოფ ფართებზე, ვგულისხმობთ, მაგალითად, საინჟინრო და სავენტილაციო არხებს, უნდა შედიოდეს თუ არა ბინის ფართში და დეველოპერს უნდა ჰქონდეს თუ არა შესაძლებლობა, რეალიზაციის დროს გაითვალისწინოს ეს ფართი, ამასთან, მუხლში ჩანაწერი არის, რომ ბინის შიგნით მოთავსებული კიბე და პლატფორმა ფართად არ იგულისხმება, რაც ბიზნესისთვის სრულიად გაუგებარია, ვინაიდან ამაში თანხა დახარჯულია“, - ამბობს საღირაშვილი.
აკაკი საღირაშვილმა N41-ე მუხლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი, ძირითადად ცეცხლმაქრებს შეეხო. მისივე თქმით, ბიზნესს აქვს ალტერნატიული გადაწყვეტილებები და შეუძლიათ ისეთი კიბეებისა და ტამბურების მოწყობა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში გაცილებით უკეთ მოახდენს ხალხის ევაკუაციას.
“როდესაც საქმე ბიზნესსა და ბიზნეს გარემოს ეხება, პრაქტიკოსების მიერ ხდება ამის შესწავლა. ერთია, რას დაწერ დოკუმენტში და სამართლებრივად მიანიჭებ მრავალჯერადი გამოყენების ძალას და მეორეა, როგორია პრაქტიკული იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ გვაკისრია ის ფუნქცია, გავაკეთოთ რევიზია და პარლამენტს შევთავაზოთ უკეთესი გადაწყვეტილებები პრაქტიკიდან გამომდინარე“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი