მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ენდელაძე: აჭარაში covid-შემთხვევები მცირედით იკლებს, თბილისში - იმატებს

5f7d6a0cf3def
ინგა მურუსიძე
07.10.20 11:13
1213
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფიცირების 408 ახალი შემთხვევიდან 259 - აჭარაში გამოვლინდა.

მისივე თქმით, ამჟამად კრიტიკულად მძიმეა 58 პაციენტი, მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

„რეგიონების მიხედვით კი, ინფიცირების ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება: აჭარაში - 259 ახალი შემთხვევა, თბილისში - 111, იმერეთში - 91, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 25, ქვემო ქართლში - 5, გურიაში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 5, კახეთში - 2 და შიდა ქართლში - 2“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, 2 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 1 - თერჯოლაში და 1 - თბილისში; მათი ასაკი 70-დან 88 წლამდე მერყეობს.