მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო მირზიკაშვილი: "ამ პირობებში მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ გადავურჩებით"

614d815dae067
ლიკა გურაბანიძე
24.09.21 20:50
1154

“მაშინ, როდესაც ადამიანები ვაქცინაციაზე ინფორმირებული იქნებიან, შესაძლოა დაძალების მექანიზმი ჩართული იქნას", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ნინო მირზიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ვაქცინაციაზე ადამიანების ინფორმირებაა ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის კვლავ უდიდესი გამოწვევა.

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვაქცინები ქვეყანაში შემოტანილი არ იყო, არანაირი საინფორმაციო კამპანია არ არსებობდა. ეს მთელი პროცესია და ეროვნული უსაფრთხოების დონეზეა ასაყვანი, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა არ გახლავთ. საკმაოდ დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომ მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობა აცრას. საკომუნიკაციო სტრატეგია დღესაც არ არის.

მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია მაშინ, როდესაც ელემენტარული პრინციპებია სახელმწიფოს მხრიდან დარღვეული. სამწუხაროა, რომ სოფლის ექიმების ჩართულობაზე და წახალისებაზე საუბარი მხოლოდ დღეს დაიწყო საუბარი. მაშინ, როდესაც ადამიანი ვაქცინაციაზე ინფორმირებული იქნება, შესაძლოა დაძალების მექანიზმი ჩართული იქნას. ყველაფერს პირველ რიგში პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს ნება არ არის. ამ პირობებში მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ გადავურჩებით", - აღნიშნა მირზიკაშვილმა.