მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia წლის გლობალური ქსელია

61921f44f2a63
BM.GE
15.11.21 13:50
1404
2021 წლის ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე (Digital Accountancy Awards 2021), რომელიც უკვე 10 წელია ყოველწლიურად #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ორგანიზებით იმართება ლონდონში, Nexia-მ ორი მთავარი ჯილდო აიღო: Nexia International საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების “წლის ქსელად” დასახელდა (Network of the Year), ხოლო კომპანიის CEO-მ - კევინ არნოლდმა Lifetime Achievement ჯილდო მიიღო.

ყოველწლიური დაჯილდოება ფირმებს თანამედროვე ბუღალტერიაში ინოვაციური მიდგომების გამოყენების მიხედვით აფასებს.

ამასთან, Nexia 2020 წლის შედეგების მიხედვით, კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს უმსხვილეს გლობალურ სააღრიცხვო ქსელებს შორის მე-8 პოზიცია დაიკავა. მისმა შემოსავალმა 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტი იყო.

მიღწეული წარმატების შესახებ BMG-სთან საუბრობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი - დავით ლომიძე. მისი განცხადებით, საქართველოში Nexia-ს წარმომადგენლობას აქტიურად შეაქვს წვლილი კომპანიის გლობალური შედეგების განმტკიცებაში, რაზეც 2017 წელს მიღებული ტიტულიც მეტყველებს, როდესაც საქართველოს ოფისმა Nexia-ს გლობალური ქსელის 115 ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის “წლის კომპანიის” ტიტული მიიღო.



“გამოცემა International Accounting Bulletin-ი არის ნომერ პირველი საბუღალტრო გამოცემა და ამ მიმართულებით ის ყველაზე ავტორიტეტულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის საუკეთესო ქსელად დასახელდა Nexia, რადგან პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ქსელმა წარმატებით განაგრძო მსოფლიო მასშტაბით ზრდა-განვითარება და არაერთი ონლაინ კონფერენცია და ტრენინგი ჩაატარა მისი წევრი კომპანიების განვითარებისთვის. Nexia-ს სხვადასხვა ოფისს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია აქვს. ეს მოიცავს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლების გაცვლას და სხვა. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბრიტანეთის ოფისთან, სადაც მუდმივად მიდიან ჩვენი თანამშრომლები და სამუშაო გამოცდილებას იღებენ. ასევე, წარმატებით ვთანამშრომლობთ იტალიის და გერმანიის ოფისებთან, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს მალტის ოფისთანაც, ხოლო უკრაინის ოფისიდან ჩვენთან დატვირთულ პერიოდში თანამშრომლებსაც ვიწვევთ და ისინი გვეხმარებიან აუდიტის პროექტების განხორციელებაში.

მთლიანობაში, IAB-ის მიერ Nexia-ს წლის ქსელად აღიარებაში, წვლილი მიუძღვის საქართველოს ოფისსაც, რადგანაც ჩვენ,მიუხედავად პანდემიისა, გავიზარდეთ, დავამატეთ გარკვეული ახალი მიმართულებები. ჩვენი ოფისი წარმატებულია ზოგადად Nexia-ს ქსელში, ამას ადასტურებს 2017 წელს, სან-ფრანცისკოში ყოველწლიურ კონფერენციაზე, ქსელში წლის საუკეთესო კომპანიად დასახელება. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ოფისი გლობალური ქსელის საუკეთესო ოფისად დასახელდა", - განმარტავს დავით ლომიძე, Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი.

დავით ლომიძის განცხადებით, პანდემიური ვითარების მიუხედავად, Nexia TA-მ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა შეძლო, რაშიც კომპანიას ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტები და მიდგომები დაეხმარა.

ჩვენ დავნერგეთ ახალი პროდუქტი, “ბუღალტერია მარტივად”, რაც ძირითადად მცირე ბიზნესზეა ორიენტირებული. უამრავი კლიენტი გვყავს. მცირე და დამწყები ბიზნესი ხშირ შემთხვევაში ასეთ მომსახურებას ბუღალტრის ხელფასზე დაბალ ფასადაც კი იღებს. სწორედ ამ ახალი ინოვაციის შემოტანით ჩვენი სერვისები არამარტო ფართო ბიზნეს სპექტრისთვის, მცირე ბიზნესისთვისაც გავხადეთ ხელმისაწვდომი,”- ამბობს დავით ლომიძე.

Nexia საქართველოში 250 აუდიტორსა და ბუღალტერს ასაქმებს, კომპანიის სერვისებით 500-ზე მეტი კომპანია სარგებლობს, რომლებიც როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესს მოიცავს.