მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავდამსხმელი ახალგაზრდაა, ნიღბის გარეშეა და ავტომატითაა შეიარაღებული" - ბანკის თანამშრომელი

5f9019ef31b3e
ინგა მურუსიძე
21.10.20 15:30
1247
თვითმხილველების განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძარცველი შეიჭრა. როგორც „მაესტროს“ ეთერში ბანკის თანამშრომელმა თქვა, ახალგაზრდა მამაკაცს სახეზე ნიღაბი ეკეთა და ავტომატით არის შეიაღებული.

„ვმუშაობდით ჩვეულებრივ, შემოვარდა ერთი მძარცველი, გაისროლა რამდენჯერმე და დაიყვირა, რომ ძარცვა იყო. მოითხოვა ყველანი იატაკზე დავწოლილიყავით; არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ, სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა“, - განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.

მისივე ინფორმაციით, ბანკის ფილიალში სულ 58 ადამიანი მუშაობს და, სავარაუდოდ, 5-მდე თანამშრომელია გარეთ. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოხუცები ბანკიდან გამოუშვა.

ფაქტთან დაკავშირებით, უკვე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.  მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში ერთი მძარცველია შეჭრილი და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები თავის საქმეს გააკეთებენ.

„ვაცადოთ ამ ხალხს, ყველაფერი გაკეთდება, რომ მომხდარი დასრულდეს მშვიდობიანად“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, სპეციალური ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ აჩვენონ.