მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანდრეს ფოგ რასმუსენი: მომხდარის შედეგად ქართველმა ხალხმა წააგო

6034ce066517a
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.21 13:43
2685
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეს ფოგ რასმუსენი დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში რასმუსენი აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად ქართველმა ხალხმა წააგო. 

"ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა ძალიან შემაშფოთებელია.

პირველი, ვინც შედეგად წააგო, ქართველი ხალხია.

მე მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ, იმედი მაქვს, რომ არ მოხდება უკან დახევა [დემოკრატიიდან]. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იცავს საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას", - წერს რასმუსენი.

ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.