მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში, Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა PayBox-ის ტერმინალებიდანაა შესაძლებელი (R)

62ced6580f146
BM.GE
13.07.22 19:00
1118
PayBox პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქართველოში და Georgian Bus, მოწინავე სატრანსპორტო კომპანია, ერთგულ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობენ:

პარტნიორობის ფარგლებში, 2022 წლის ივლისიდან, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საქართველოში პირველად, მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად, PayBox-ის ნებისმიერი ტერმინალიდან, განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ სამგზავრო ბილეთები:

o ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - თბილისი ან პირიქით - 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად)
o ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ბათუმი ან პირიქით - 15 ლარი (20 ლარის ნაცვლად)
o ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ქალაქი ქუთაისი ან პირიქით - 10 ლარი (15 ლარის ნაცვლად)

PayBox უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებლებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. იქნება ეს კომუნალური გადასახადები, ანგარიშზე თანხის შეტანა, სამგზავრო ბარათის შევსება, ბილეთების შეძენა, პარკირების გადასახადი, მობილური ბალანსის შევსება თუ ნებისმიერი სხვა სახის აუცილებლობა. ამჯერად, კომპანიამ მომხმარებლებს კიდევ ერთი სერვისი, Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა შესთავაზა.

Georgian Bus ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, თანაც ფრენების განრიგის შესაბამისად.

სულ მალე, PayBox-ის ახალი ტერმინალები, თბილისსა და ქუთაისში, Georgian Bus-ის ავტობუსის გაჩერებებზე დაემატება - ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად!