მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება

5f5f49758dda4
ინგა მურუსიძე
14.09.20 14:46
1681
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონის ქვეყნებს შორის არის.

გამყრელიძის თქმით, ამის მიუხედავად, ბოლო დღეებში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს და ეს ტენდენცია მთავრობის, ექიმების და მოსახლეობის ერთობლივი მოქმედებით უნდა შეჩერდეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის ცხელი წერტილია აჭარა. ინციდენტების მიხედვით კი, რომელიც ითვლება 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობით, საშუალო მაჩვენებელია 1,74%. ჩვენი ზღურბლი არის 5%, ამიტომ მწვანე ზონაში ვრჩებით, მაგრამ ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს ზრდა და ეს მაჩვენებელო ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.