მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეპატიჟებით, იხილეთ ივანიშვილის სასამართლო" - ხაზარაძე ხვალინდელ პროცესზე განცხადებას ავრცელებს

5d9dfe1676491
BM.GE
09.10.19 19:22
1766
10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სასამართლო სხდომა 11:00 საათზე არის ჩანიშნული. პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძემ საკუთარ facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა. 

"ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. "ფულის გათეთრება" დაედო.

ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!

ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს დასრულდება", - წერს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მათ პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.