09.დეკემბერი.2015 18:45
მსოფლიო

გერმან გრეფი: რუსეთის ბანკების 10%-მა შესაძლოა ლიცენზია დაკარგოს

გერმან გრეფი: რუსეთის ბანკების 10%-მა შესაძლოა ლიცენზია დაკარგოს
"2016 წელს რუსეთის ბანკების დაახლოებით 10%-მა შესაძლოა ლიცენზია დაკარგოს", - Sberbank-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფედერაციის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთში საბანკო სისტემა სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბანკების მოქმედი კაპიტალი ძალიან დაბალ დონეზე დავიდა. მისი თქმით, საბანკო სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია და მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
 
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გათვლით, 2015 წლის დასაწყისისთვის მარეგულირებელმა კომისიამ 50 ბანკს და 66 საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციას ლიცენზია გაუუქმა. დღესდღეისობით რუსეთში 700-ზე მეტი ბანკია წარმოდგენელი.

Sberbank-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი ყველაზე მეტად საბანკო სექტორს შეეხო. მანვე განაცხადა, რომ ამ შოკში რუსეთის ნაციონალურ ბანკს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, არამედ რიგი რთული ფაქტორებით იყო გამოწვეული.

2016 წელს რუსეთში ბანკების შემცირებაზე VTB ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინიც საუბრობს. მისი განმარტებით, სტაბილური დონის მისაღწევად 100 საბანკო ორგანიზაცია საკმარისია, ახლა კი ქვეყანაში 800-მდე საბანკო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი 500-მდე შემცირდეს. 

23.აპრილი.2019 00:26
93

Fox Business: 18-დან 34 წლამდე ადამიანების ძირითადი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:10
287

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს

ვრცლად
22.აპრილი.2019 20:50
665

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 12:20
356

საქართველოში ბენზინი გაძვირდა - ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:47
1344

ზელენსკი ლუცენკოზე, პოროშენკოსა და თავის გეგმებზე

ვრცლად
20.აპრილი.2019 00:07
251

Galaxy Fold-ს პრობლემები აქვს, შესაძლოა Samsung-მა სმარტფონი წარმოებიდან ამოიღოს

ვრცლად