მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია 25 ივნისიდან სრულად აცრილი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

60cc75261bf17
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.21 23:40
1122
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა 25 ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული სრულად აცრილი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის პირები ვინც გერმანიაში მოგზაურობას გადაწყვეტენ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიღებული უნდა ჰქონდეთ გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე.

თუმცა სამინსიტრო აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება მაღალია, ქვეყანაში შესვლას ჯერჯერობით ვერ მოახერხებენ.