მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია და იტალია ტურისტებისთვის ქვეყნაში შესვლის პირობებს ამკაცრებენ

60631a5e6e28b
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.21 18:13
1114
იტალია და გერმანია ტურისტებისთვის ქვეყნაში შესვლის პირობებს ამკაცრებენ, რაც კორონავირუსის მესამე ტალღას უკავშირდება. ინფორმაცაის EuroNews-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს; პერიოდის გავლის შემდგომ კი, ასევე ქვეყნიდან გასვლის წინ ვიზიტორს კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას მოსთხოვენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იტალიაში ანალოგიური ზომები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უკვე მოქმედებს.

ამასთან, სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს გერმანიის ხელისუფლება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. მისი თქმით, შემოწმება გამკაცრდება ყველა საზღვარზე და ეს მინიმუმ მომდევნო 8-14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„არ აქვს მნიშვნელობა თქვენ პოლონეთიდან მობრძანდებით, საფრანგეთიდან თუ დანიიდან. ყველას მოუწვს სპეციალური კონტროლის გავლა“, - განაცხადა ჰორსტ ზეეჰოფერმა.

EuroNews-ის ცნობით, კორონავირუსის მესამე ტალღა მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ევროკავშირისთვის ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით, რადგან ქვეყნების უმრავლესობა მოგზაურობასთან დაკავშირებით ისევ რეგულაციებს აწესებს.