მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია და საფრანგეთი WHO-ს დაფინანსებას უზრდიან

5ef4ec0e5d1e4
თამთა ჯიჯავაძე
25.06.20 22:20
1005
გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ ისინი გაუზრდიან დაფინანსებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO).

კერძოდ, BBC-ის ცნობით, გერმანია აცხადებს, რომ ის 500 მლნ ევროს უზრუნველყოფს ორგანიზაციისთვის მიმდინარე წელს, საფრანგეთი კი 140 მლნ ევროს.

ორივე ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ WHO-სთან კავშირის გაწყვეტასთან.

„გერმანია რჩება WHO-ს ძლიერ მხარდამჭერად და მეგობრად“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. მისმა ფრანგმა კოლეგამ კი აღნიშნა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუძლია კორონავირუსზე გლობალური პასუხის კოორდინირება უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, გასულ თვეს, ტრამპმა განაცხადა, რომ ის წყვეტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას და ასევე ყველანაირ კავშირს მასთან.