მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას იწყებს

60a2652df2241
ნათია თაქთაქიშვილი
17.05.21 20:45
710
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ეკონომიკის ნელი ტემპით გახსნა დაიწყება. თავდაპირველად ის რეგიონები გაიხსნება, სადაც 100,000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების 35.1 ახალი შემთხვევა მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რესტორნები, კაფე-ბარები სტუმრების შიდა სივრცეში მიღებას იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ ისინი ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენას შეძლებენ.

რაც შეეხება სასტუმროებს, დაწესებულებებში სტუმრების მიღება ნეგატიური კოვიდ-ტესტის საფუძველზე მოხდება, თუმცა სასტუმროების მობინადრეებმა ყოველ მესამე დღეს ახალი კოვიდ-ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ.

Robert Koch Institut-ის მიხედვით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქვეყნაში 100,000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების 83.1 ახალი შემთხვევა მოდის.

CNN წერს, რომ ამ დროისთვის გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 10.9%-მა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა, ხოლო 36.5%-მა - ერთი დოზა.