მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია ელექტრომობილების შეძენას ასუბსიდირებს

5dc13451c6b33
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 23:40
1528

გერმანიის მთავრობა ელექტრომობილების განვითარებისა და დანერგვისთვის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში წინსვლებიც შეინიშნება. დღეს გერმანიიის მთავრობისა და ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ფედერალურ კანცელარიაში ინდუსტრიის ცვლილებას მთელი ოთხი საათის განმავლობაში განიხილავდნენ. როგორც ადგილობრივი მედია ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეები ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ელექტრომობილებისთვის 2022 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 50 000 დამუხტვის სადგური აშენდება, რაც ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.



"ჯერ-ჯერობით, გერმანიის გზებზე დაახლოებით 220 000 ელექტრომანქანა მოძრაობს, თუმცა ეს რიცხვი მომდევნო წლებში საგრძნობლად გაიზრდება, შესაბამისად ქვეყანას ინფრასტრუქტურა მზად და მოწესრიგებულად უნდა ჰქონდეს", - განაცხადა მედიასთან საუბრისას ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ვაილმა.



მთავარი კომპონენტი, რაზეც დღეს მთავრობა შეთანხმდა, ელექტრომობილების სუბსიდირების გაზრდაა. კერძოდ კი, გერმანიის ხელისუფლებისა და ავტოინდუსტრიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ელექტრომობილი 40 000 ევრო ღირს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქე 6 000 ევროთი დაფინანსდება. აქამდე ეს მაჩვენებელი 4 000 ევრო იყო. ამას გარდა,  სუბსიდირება შეეხება ჰიბრიდულ მანქანებსაც. 40 000-ევროიანი საბაზრო ღირებულების შემთხვევაში, მთავრობა 4 500 ევროს გადაიხდის.



აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანულმა Volkswagen-მა თავისი პირველი ელექტორმობილი წარადგინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი მოდელი ID.3 ელექტროსისტემაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, Volkswagen-ის პირველი ელექტრომობილი 2020 წლიდან გაიყიდება და გერმანიაში ის 36 390 დოლარი ეღირება.