მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს ბრიტანელი ტურისტების ქვეყანაში შეშვებისგან თავი შეიკავოს

60db2b470b6ea
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.21 19:08
757
გერმანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ბრიტანელი ტურისტების ქვეყანაში შეშვებისგან თავი შეიკავოს მიუხედავად იმისა, ფლობენ თუ არა COVID-პასპორტს. ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisainfo-ზე ვრცელდება.

კანცლერის თქმით, გერმანიის მსგავსად სხვა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ვაქცინაციის მიუხედავად უნდა მოსთხოვონ 14 დღიანი თვითიზოლაცია. ამასთან მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს საერთო აკრძალვები პანდემიის დროს მოგზაურობასთან დაკავშირებით, რათა შეაჩერონ დელტა ვარიანტის გავრცელების საფრთხე.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთიდან ჩამსვლელთათვის დამატებითი აკრძალვების დაწესებას არ ემხრობა საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი, რადგან ეს ქვეყნები ტურიზმზე უკიდურესად დამოკიდებულები არიან.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ დამატებითი აკრძალვების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, სადაც დელტა შტამია გავრცელებული, აუცილებელი არ არის.

„მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვების დაწესება გამოსავალი არ არის. ერთადერთი საშუალება დელტა შტამთან საბრძოლველად ვაქცინაციაა“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა.