11.ივლისი .2022 23:51

გერმანია ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება აღარ აღადგინოს

გერმანია ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება აღარ აღადგინოს
views 709
უკან

რუსეთმა გერმანიას გაზსადენ Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება 10 დღით შეუჩერა. მიზეზად ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. თუმცა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას არ აღადგენს.

მან ასევე, კრემლი დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გაზის „იარაღად“ გამოყენებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, გერმანელმა მაღალჩინოსანმა „აღიარა“, რომ გერმანია ზედმეტად დამოკიდებული გახდა რუსულ გაზზე.

ცნობისთვის, აღნიშნული მილსადენის საშუალებით გერმანია რუსეთიდან ყოველწლიურად 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს და მის გამართულ ფუნქციონირებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.