მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?

5db6baa5d4954
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 00:02
14922

გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის. უცხოური გამოცემების ცნობით, ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის IT- სპეციალისტები, ექიმები და ინჟინრები არიან. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის IT ინდუსტრიის თანამშრომლების დეფიციტი მხოლოდ სამთავრობო ინსტიტუტებში 730 ათასამდე გაიზრდება.




მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გარდა, ქვეყანას ელექტრიკოსები, ხანდაზმულთა მომვლელები და ასევე, სატვირთო მანქანების მძღოლები ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ წინასწარი პროგნოზით, 2027 წლისთვის გერმანიში სატვირთო მანქანების რიცხვი 185 ათასს მიაღწევს.

 


Bertelsmann-ის ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სპეციალისტების შედინება ხელს შეუწყობს პერსონალის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. ანალიტიკოსების აზრით, კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად,  გერმანიაში 2060 წლამდე ყოველწლიურად 260 ათასი ადამიანი უნდა ჩავიდეს.