მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია კორონავირუსის გამო სკოლებს და ბაღებს ხურავს

5e6b8c0c273f5
ნათია თაქთაქიშვილი
13.03.20 20:15
1021
გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი სააღდგომო არდადეგებამდე შეაჩეროს. სწავლა შეწყდება ბავარიაში, ბერლინში, ზაარლანდში, შლსვიგ-ჰოლშტეინსა და ბრემენში. ამის შესახებ thelocal.de იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, საგანმანათლებო დაწესებულებებში სწავლა 20 აპრილამდე ან აპრილის ბოლომდე შეჩერდება.

სასწავლო პროცესის შეჩრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მიიღო ბავარიამ და ბერლინმა, ხოლო ზაარლანდმა, როგორც ყველაზე მოწყვლადმა რეგიონმა, აღნიშნულის შესახებ გუშინ განაცხადა.

გერმანიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 43 000 სკოლაა, მოსწავლეთა რაოდენობა 11 მილიონს შეადგენს, ხოლო მასწაველბელთა რაოდენობა - 820,000-ია.

13 მარტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 3,117 შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 საათის განმავლობაში + 372), გარდაიცვალა 7 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 46 ინფიცირებული.