მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მოქალაქეობის მიღების წესებს ამკაცრებს

5e99fceaa97d3
თამთა ჯიჯავაძე
18.04.20 00:00
5560
გერმანია მოქალაქეობის მიღების წესებს ამკაცრებს. კანონპროექტის მიხედვით, გერმანიაში მცხოვრებ იმიგრანტებს, რომლებიც ყალბი სახელით და გვარით ცხოვრობენ, სამომავლოდ გაუჭირდებათ გერმანიის მოქალაქეობის მიღება. მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები შეეხება ბავშვების მიერ მოქალაქეობის მიღების შანსებსაც. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, უცხოელებს შეუძლიათ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება თუ ისინი რვა ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ გერმანიაში. ახალი კანონით კი ის წლები, რომელსაც იმიგრანტი ყალბი მოწმობით გაატარებს გერმანიაში, არ ჩაეთვლება გერმანიაში ნაცხოვრებ წლებად.

ამასთან, ცვლილებები შეეხება ცხოვრების უფლების მინიჭებასაც. კერძოდ, იმიგრანტი ვერ მიიღებს ულიმიტო ან მუდმივი ცხოვრების უფლებას თუ აღმოჩნდება, რომ ის ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ცხოვრობდა ქვეყანაში.