მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია ნაწილობრივი „ლოქ დაუნისთვის“ ემზადება

5f9a79ecf3d07
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 13:45
1030
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კორონავირუსული ინფექციის ზრდის გამო, ქვეყნის ნაწილობრივი ჩაკეტვისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ანგელა მერკელის განცხადებით, ინფექციების ბოლოდროინდელმა ზრდამ განაპირობა მკაცრი ზომების მიღება სოციალური კონტაქტების შემცირების სახით. ახალი შეზღუდვები ძალაში 2 ნოემბრიდან შევა.

„დროა ვიმოქმედოთ აფეთქებების აღსაკვეთად”, - დასძინა მერკელმა.

კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც ახალი შემზღუდავი ზომებით დაზარალდებიან, გერმანიის ფინანსთა მინისტრს, ოლაფ შოლცს 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები რესტორნების და ბარების დახურვას ითვალისწინებს, თუმცა სკოლების დახურვა არ იგეგმება.

დაგეგმილი შეზღუდვების თანახმად, ხალხს შეეძლება გარეთ გასვლა მხოლოდ საკუთარ და კიდევ ერთ სხვა ოჯახის წევრთან ერთად.

დაიხურება ფიტნეს სტუდიები, კლუბები, კინოთეატრები, თეატრები, საოპერო თეატრები და კონცერტების ადგილები. რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ.