მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია Nord Stream 2-ის პროექტს აჩერებს

6214ca4d47403
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.22 15:20
1276
DW-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიამ გადადგა ნაბიჯები Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შესაჩერებლად.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" აღიარა. 

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სანქციების ბრძანებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობას და ინვესტიციებს კრძალავს.

თავად Nord Stream 2-ის მილსადენის წლიური დატვირრთვა 55 მილიარდი კუბური მეტრია, მილსადენის სიგრძე 1,200 კილომეტრს შეადგენს და ის ბალტიის ზღვის ფსკერზე მიედინება. პროექტის მთავარი ინვესტორი რუსული Gazprom-ია.