მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია საერთაშორისო ფრენების „ნულამდე“ შემცირების საკითხს განიხილავს

6011518fc5afb
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.21 19:20
1140
გერმანიის მთავრობა ქვეყნის მიმართულებით ფრენების თითქმის ნულამდე შემცირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Buld-ი ავრცელებს.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა გამოცემას განუცხადა, დამატებითი შეზღუდვის მიზანი კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერებაა.

გერმანიაში იმ რეგიონებთან საზღვრების ჩაკეტვის საკითხსაც განიხილავენ, სადაც ვირუსის ახალი შტამები მეტად გავრცელებულია.

„ვირუსის მუტაციით გამოწვეული რისკი ჩვენგან კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების განხილვას მოითხოვს. მათ შორის არის გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე რეგიონებთან. ასევე გერმანიის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის თითქმის ნულამდე შემცირება, როგორც ამას ახლა ისრაელი აკეთებს“, – განაცხადა ჰორსტ ზიჰოფერმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. მათ შორის პანდემიამ 52,000 მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.