მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია Sputnik V-ის შეძენაზე რუსეთთან მოლაპარაკებას გეგმავს

606ef8693f113
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.21 19:33
574
გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V-ის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით,  გერმანიას სურს განსზღვროს, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას შეძლებს რუსეთი და რა ვადებში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მას ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს.

როგორც Reuters-ი წერს, გერმანიის ბავარიის რეგიონის პრემიერის, მარკუს ზოდერის განცხადებით, პრეპარატის ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, რეგიონი Sputnik V-ის ვაქცინის 2,5 მილიონ დოზას შეიძენს.