მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლის გამარტივებას გეგმავს - მიზეზი კადრების ნაკლებობაა

64217b59eb253
მარიამ ვარადაშვილი
27.03.23 18:00
706
გერმანია საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებას გეგმავს. კერძოდ, ქვეყანა აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცესს გაამარტივებს. კერძოდ, კანონპროექტით საშუალებას იძლევა მოქალაქეობაზე განაცხადი ხუთი წლის შემდეგ გააკეთონ, ნაცვლად ახლანდელი 8 წლისა.

ამას გარდა, კანონპროექტი კვალიფიციური მუშახელისთვის გერმანიაში შესვლის გამარტივებას ითვალისწინებს. ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის ზრდაა. კანონპროექტი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ თვეში წარედგინება. ამასთან, კანონპროექტით წახალისდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც გერმანიის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ძალისხმევას გასწევენ, მაგალითად კარგად ისწავლიან სახელმწიფო ენას, მათ მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთება სამ წელში შეეძლებათ.

კანადის საიმიგრაციო მოდელის მსგავსად, კვალიფიციური მუშახელს ქვეყანაში შესვლა გაუადვილდება და მათ არ დასჭირდებათ გერმანიის მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დოკუმენტი. ამ ადამიანებმა მხოლოდ შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება უნდა დაადასტურონ. კვალიფიციური კადრების საჭიროებას მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებული კვლევაც მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, გერმანული კომპანიების ნახევარზე მეტი კვალიფიციურ მუშახელს ვერ პოულობს.