მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ყველა ზრდასრულისთვის დაუშვა

60942ffaeefc8
თამთა ჯიჯავაძე
06.05.21 22:03
1337
გერმანიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ზრდასრული მოსახლეობისთვის სრულად დაუშვა. ამის შესახებ AP News-ი იტყობინება. როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას კორონავირუსის წინააღმდეგ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ უფრო პრაგმატულები და მოქნილები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

მისივე თქმით, ნაკლებპრიორიტეტულ ჯგუფებს უწევდა ვაქცინაციისთვის ლოდინი, ახლა კი მოსახლეობის აღნიშნულ კატეგორიასაც ექნება შესაძლებლობა აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

ცნობისთვის, ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ ავტორიზაცია ამ დრომდე ოთხ კოვიდ-ვაქცინას მიანიჭა. ესენია: „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. თუმცა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა, ამის მიზეზი კი აცრილი ადამიანების მცირე ნაწილში გამოვლენილი იშვიათი ტიპის თრომბი გახდა.