გერმანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყნისთვის გერმანიის პარლამენტმა გაწევრიანების პროტოკოლს მხარი დაუჭირა.
„ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისა და ევროპისთვის“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გასაწევრიანებლად ნატოს 30-ივე წევრი ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს შესაბამისი დოკუმენტის რატიფიკაცია. ეს პროცესი, როგორც წესი, დაახლოებით ერთ წელს გრძელდება, თუმცა მანამდე ოფიციალურ ჰელსინკის და სტოკჰოლმს NATO-ს შეხვედრებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლურ ოქმებს რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერა სამხედრო ალიანსის ოცდაათივე წევრი სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ.
აღსანიშნავია, რომ წევრობაზე განაცხადი ფინეთმა და შვედეთმა მაისში შეიტანეს, ოქმის ხელის მოწერის და, ზოგადად, გაწევრიანების პროცედურა კი უპრეცედენტო, რეკორდული ტემპით მიმდინარეობს, რაც რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებითაა განპირობებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი