გერმანიამ საქართველო კორონავირუსის გამო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისი დოკუმენტი 7 ოქტომბერს რობერტ კოხის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტში წერია, საქართველო – მთლიანი ქვეყანა მაღალი რისკის ზონაა და არა რომელიმე მისი რეგიონი. რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში კი მხოლოდ ცალკეული რეგიონი შეიყვანეს რისკის ზონებში.
რისკის ზონებად გერმანიის ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა საქართველოს გარდა, 7 ოქტომბრიდან ასევე ბულგარეთის ერთი პროვინცია, ხორვატიის რამდენიმე რეგიონი, უნგრეთის და ლიეტუვას ცალკეული რეგიონები, ნიდერლანდები, რუმინეთი, იორდანია, ტუნისი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეიყვანეს.
"ადამიანები რომლებიც გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში შევლენ და რომლებიც იმყოფებოდნენ რისკის ზონებში ნებისმიერი დროის განმავლობაში გერმანიაში შესვლამდე 14 დღის პერიოდში, ვალდებულები არიან ჩაიტარონ კორონავირუსზე ტესტი და შესაძლოა გაიგზავნონ კარანტინში", – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, რისკის ზონები განისაზღვრება კონკრეტული ანალიზის საფუძველზე. კერძოდ, პირველ ეტაპზე ქვეყანა, ან რეგიონი მიიჩნევა რისკის ზონად, თუ იქ ყოველ 100 000 მოქალაქეზე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 50–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ეტაპზე კი თვისობრივი კრიტერიუმებით ადგენენ ქვეყანა, ან რეგიონი თუ ჩამოცდა ამ მაჩვენებელს, არის თუ არა იქ ინფიცირების რისკი კვლავ მაღალი.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი და ხუთი ასეული შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებული 4 430 ადამიანი მკურნალობს. ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 9 753-ია.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა