28.ოქტომბერი .2020 21:00

გერმანიამ შესაძლოა ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები დახუროს

გერმანიამ შესაძლოა ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები დახუროს
views 436
უკან

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, გერმანიაში 4 ნოემბრიდან შესაძლოა ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები დაიხუროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების თანახმად, გერმანიის მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ერთად გასვლის უფლება ექნება. სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები გააგრძელებენ ფუნქციონირებას. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული, ღია იქნება მაღაზიებიც, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობა შეიზღუდება.

ახალი შეზღუდვების მიზანი მოქალაქეებს შორის კონტაქტის შემცირებაა.

გერმანიაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 11 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. უკანასკნელი მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით 463 500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 10 100-ზე მეტი დაღუპული.