მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიას კოსმოდრომის აშენება სურს - შეძლებს თუ არა ქვეყანა პროექტის განხროციელებას?

5dad6651531d8
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 22:15
1028

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი ქვეყანაში კოსმოდრომის შემქნის იდეით გამოდის. პეტერ ალტმაიერის განცხადებით, გერმანიის ინდუსტრიის სურვილი კოსმოსური ხომალდისადმი საკმაოდ დიდია.



”აერონავტიკა ბევრს ახალისებს და აინტერესებს; ამავდროულად, ის ათასობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს გერმანიაში. ჩვენ ლიდერი ვართ სატელიტის ტექნოლოგიაში. შესაბამისად, სიამოვნებით ვიმსჯელებთ კოსმოდრომის შექმნაზე’’, – განუცხადა CDU-ს პოლიტიკოსმა გაზეთ "Bild"-ს.



2020 წელს გერმანია კოსმოსური სივრცის შესახებ ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რაც საკითხის დარეგულირებას ხელს შეუწყობს. გერმანიის მთავრობა სფეროს განვითარებისთვის 2020 წლიდან, საბიუჯეტო ხარჯებს 285 მილიონი ევროდან 700 მილიონამდე გაზრდის.


თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, სადავოა თავად ფაქტიც, მოხერხდება თუ არა გერმანიაში კოსმოდრომის აშენება. როგორც ექსპერტები აცხადებენ,  კოსმოდრომისთვის, ჩვეულებრივ, სასურველია ნაკლებად დასახლებული ადგილები, რომლებიც ეკვატორულ ან პოლარულ ორბიტებში გადასასვლელად, კარგ პირობებს უზრუნველყოფს. მაგალითად, საფრანგეთმა კოსმოდრომი კაურუში ააშენა, რომელიც ფრანგულ გვინეაში მდებარეობს და ეკვატორთან შედარებით ახლოს არის.



სპეციალისტების თქმით, შორეული ადგილებიდან გამგზავრება მნიშვნელოვნად მეტ საწვავს მოითხოვს. ამას გარდა, თუ რეგიონი მჭიდროდ არის დასახლებული, შესაძლოა ხომალდების აფრენამ საშიშროებაც გამოიწვიოს. შესაბამისად, ჯერჯერობით, გერმანიის ტერიტორიაზე კოსმოდრომისთვის შესაფერისი ადგილის მოძიება რთულია.

 

ევროკავშირის კონტინენტურ ნაწილზე კოსმოდრომი არ არსებობს, თუმცა ვითარება შეიძლება მალე შეიცვალოს. შოტლანდია რაკეტების კოსმოსში გაშვებას კუნძულ A'Mhoine -დან უახლოეს მომავალში გეგმავს. ამას გარდა, კოსმოსური კომპანია Virgin Galactic იტალიის სამხრეთით, გროტაჯლიში კოსმოსური სადგურის გახსნაზე მუშაობს.