მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიას ყველაზე სუსტი ეკონომიკური ზრდა აქვს 2013 წლის შემდეგ

5e203b9f8231b
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.20 21:30
922
ოფიციალური მონაცემებით, გერმანიის ეკონომიკა შარშან მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია. გასული წლის სამი თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 0.1%-0.2%-ი შეადგინა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ წელს გერმანიის ეკონომიკა ძირითადად შინამეურნეობის ხარჯზე იზრდებოდა.

ბიზნესის ინვესტიცია შემცირებულია როგორც მანქანათმშენებლობაში, ასევე დანადგარების წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის იმპორტი 2019 წელს გაზრდილია, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით უფრო ნელი ტემპით.

სტატისტიკური მონაცმებით, შემცირებულია ინდუსტრიული წარმოება, აღნიშნულ სექტორში კლება 0,5%-ს შეადგენს.