მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში 2-3 კვირიან „ლოქდაუნს“ ითხოვენ

606c55d95fff3
თათია კაკიაშვილი
06.04.21 19:45
765
გერმანიაში, "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" 2-3 კვირიან „ლოქდაუნს“ ითხოვს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. პარტიაში აცხადებენ, რომ ვიდრე მეტი ადამიანი არ აიცრება, ქვეყანამ მკაცრი ზომები უნდა დააწესოს.

"ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წევრები ამ ინიციატივის განხილვას მომავალ კვირაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა COVID-19-ის ინფექციის მესამე ტალღის შესაკავებლად თვეებია იბრძვის, თუმცა მედიკოსების თქმით, მკაცრი ჩაკეტვა გარდაუვალი იქნება.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში 83 მილიონი მოსახლეობიდან მხოლოდ 12%-ია აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალია.