მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ამერიკული ნავთობის მოცულობა რუსულის ჩანაცვლების მიზნით იზრდება - Reuters

62fcf6227e46f
მარიამ ვარადაშვილი
17.08.22 18:31
939

მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, ლუიზიანიდან გერმანიაში როსტოკის პორტის მიმართულებით ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ევროპის მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე 90%-ით შეამციროს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება. ალტერნატიულ იმპორტიორ ქვეყნებად ნორვეგია, ახლო აღმოსავლეთი და აშშ განიხილებიან. გასულ კვირას Rosneft-მა გერმანიაში საწვავზე ფასის ზრდის შესახებ განაცხადა, თუ PCK რუსულ ნავთობს უფრო ძვირი, ზღვით გადატანილით ჩაანაცვლებდა. 

ცნობისთვის, მაისში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ორ-მესამედზე მეტს დაბლოკავენ. გადაწყვეტილება გულისხმობს მხოლოდ იმ ნავთობის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ევროკავშირში საზღვაო გზით ხვდებოდა, თუმცა არ შეეხება მილსადენით მიწოდებულ ნავთობს.