მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს

5ea022e43ed93
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 22:00
1755
გერმანიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პოტენციური ვაქცინა, სახელწოდებით – „ბიენთი 162“ (BNT162) გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა ფარმაცევტულ გიგანტ „პფიზერთან“ ერთად შექმნა.

საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ, „ბიენთი 162“-ის შემოწმება იგეგმება აშშ-იც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ოთხი კლინიკურ ეტაპზეა.