„საქართველოს დასაქმების სააგენტოს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას სამართლებრივი გზით მოვთხოვთ“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის მონაწილე ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვადაზე ადრე დაბრუნებული საქართველოს 10-ივე მოქალაქე კარანტინში ყოფნის შემდეგ კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის. ამასთან, ჩაჩანიძის განმარტებით, საქართველოს საელჩო მათი პრობლემებით ამ ხნის განმავლობაში არ ინტერესდებოდა და მათ სასარგებლოდ მხოლოდ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მოქმედებდა.
„საქართველოს 24-ივე მოქალაქე გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებოდით, კონტრაქტის არც ერთი პირობა სრულდებოდა, ახლა ათი ადამიანი ჩამოვედით, ჩვენამდე კიდევ სამმა დატოვა გერმანია, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენს სარჩელს მიიღებს და დააკმაყოფილებს, რადგან ჩვენ, როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი მოგვადგა. მოვითხოვთ ყველა იმ ხარჯის გაწერასა და ანაზღაურებას, რაც აქ ყოფნის პერიოდში გავწიეთ, პირადად მე ჩამოსასვლელად 800 ევრო ვისესხე, 300 ევრო ხელფასამდე უნდა გვქონოდა, ამასთანავე 10-ივე მოქალაქეს ახალი ბილეთების ყიდვა მოგვიწია, რადგან დამატებითი ხარჯების გამო ძველი ვერ გადავცვალეთ, რაც შეეხება საქართველოს საელჩოს, ჩვენს ამბავს საერთოდ არ კითხულობდნენ, როდესაც დავრეკეთ, აქეთ გვკითხეს თქვენი პრობლემა კიდევ არ მოგვარდაო?“ - აღნიშნავს ჯაბა ჩაჩანიძე.
საქართველოს მოქალაქე ასევე ამბობს, რომ ცუდი პირობების გამო პირველი დამსაქმებელი შეუცვალეს, მაგრამ ახალმა დამსაქმებელმა ანაზღაურება შეუმცირა.
„ახალი დამსაქმებელი საათში 3 ევროს ნაცვლად 2,5-ს გვიხდიდა, როდესაც მასთან პროტესტი გამოვხატეთ პასუხად მივიღეთ, რომ საქართველოდან კიდევ 27 მოქალაქეს ელოდებოდა და თუ პირობები არ მოგვწონდა წავსულიყავით, ორი დღეც არ გვაცადა სანამ ბილეთებისა და PCR-ს პრობლემებს მოვაგვარებდით და გამოგვიშვა, წამოსვლამდე ორი დღით ემიგრანტმა შეგვიფარა, ახლა ჩემი მიზანია ის 27 მოქალაქე, რომლებსაც ამ პროგრამით ელოდებიან, გავაფრთხილო, რომ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამა ტყუილია და ჩვენსავით მოტყუებულები დარჩებიან.“ - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში დასაქმებული ქართველების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გაავრცელდა, საქართველოს პროფკავშირებმა დაადასტურა, რომ ისინი მძიმე სამუშაო პირობებში იმყოფებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ